სქესის შეცვლა, ბარიატრია, კარდიოქირურგია - რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაციები საქართველოში
ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ბარიატრია, კარდიოქირურგია - ეს იმ ოპერაციების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში გაკეთება საკმაოდ ძვირი ღირს. მართალია, ძვირად ღირებულ ოპერაციების ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა რა თქმა უნდა, ამასაც სრულად არა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაციები:

ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაციაა საქართველოში. მისი ღირებულება 120 000 ლარია.

ყველაზე ძვირად ღირებულ სერვისებს შორისაა ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა), რომლის ღირებულება 205 000 ლარია. ალოგენურ ტრანსპლანტაციაში
(მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) სახელმწიფო 170 ათას ლარს გადაიხდის, ღვიძლის ტრანსპლანტაციაში კი - 120 ათასს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია კარდიოქირურგიული ჩარევებიც. გულის სარქველებს, თუნდაც სხვადასხვა სტრუქტურულ დაზიანებებსა და პათოლოგიებს საქართველოში ქირურგიულად მკურნალობენ. ამ შემთხვევაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია სარქველების ფასი. ინტერვენციული მეთოდის დროს გამოიყენება კათეტერული სარქველი. საქართველოში ამის შესყიდვა და ანაზღაურება არ ხდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტს თავისით უწევს ყიდვა და უჯდება დაახლოებით 15-20 ათასი დოლარი. იგივე ოპერაციის ქირურგიული ჩარევით გაკეთების შემთხვევაში, გადასახადი დაახლოებით 5 000 ლარის ფარგლებშია.

ბარიატრიული ოპერაციის ფასი 12 000 ლარიდან იწყება და ეს თანხა ოპერაციის წინამოსამზადებელ ანალიზებსა და კვლევებს არ მოიცავს.

ცნობისათვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია) პროგრამისთვის წელს ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში იფარება: ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ასევე ფინანსდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

ყველაზე ძვირად ღირებულ სერვისებს შორისაა ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა), რომლის ღირებულება 205 000 ლარია. ალოგენურ ტრანსპლანტაციაში (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) სახელმწიფო 170 ათას ლარს გადაიხდის, ღვიძლის ტრანსპლანტაციაში კი - 120 ათასს.

რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ყველაზე ძვირი სქესის შეცვლის ოპერაციაა და საქართველოში ამ პროცედურის ფასი 50 000 ლარიდან იწყება.

რინოპლასტიკის ფასი 2 500-დან 4 000 ლარამდე მერყეობს, მკერდის გადიდება იმპლანტით - 5 000-დან 8 500 ლარამდე, მკერდის დაპატარავება - 4 500-დან 8 000 ლარამდე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები