რატომ გაძვირდა გასართობი ცენტრების მომსახურება
გასართობი ცენტრების მომსახურება, საქსტატის მონაცემებით, წლიურად, საშუალოდ, 12,2%-ით გაძვირდა. როგორც გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მთიულიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამის მიზეზი პროდუქტების ფასის, ასევე ხელფასების ზრდაა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ბაზარზე დაახლოებით, 80 გასართობი ცენტრი ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა იზრდება. თუმცა, კოვიდის დროს გაჩერებული ბიზნესი, პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა.

„გასართობი ცენტების მომსახურების გაძვირება გამოიწვია პროდუქტებზე ფასების და ასევე
სახელფასო განაკვეთის ზრდამ. აღნიშნულ მომსახურებაზე მოთხოვნა არის და ამას ბაზარზე არსებული ცენტრები სრულად ვაკმაყოფილებთ. პანდემიის შემდგომ ობიექტების რაოდენობა გაიზარდა, ახლა დაახლოებით 80 ცენტრია, პანდემიის შემდეგ 40-50 ფუნქციონირებდა. თუმცა, პანდემიამდე 120 ცენტრი იყო“,
- განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები