„პური -10 ლარი, პიცა - 43 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?
ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა, რაც ადგილობრივი ფასებითაც გამოიხატება: დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა ზღვარს სცდება.

„მაგალითად, ერთ-ერთ ჩაიხანაში 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე 25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი და 4 ერთჯერადი შაქარი.

სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან იწყება, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარლიტრიანი წყალიც დაახლოებით, 5 ლარამდე ღირს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი დამსვენებელი.

მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ რომ 200 მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით“,
- აღნიშნავს იგი.

მაღალი ფასებით გამოირჩევა გუდაურიც. ერთ-ერთი დამსვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:

გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:
  • - 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
  • - ხაჭაპური - 40-45 ლარი
  • - ცეზარის სალათა - 40-47 ლარი
  • - მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი
  • - 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)
  • - ბურგერები - 35-60 ლარი
  • - Dunkins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი
  • - დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი
  • - ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი
  • - პიცა პეპერონი - 43 ლარი
  • - ნაყინი - 18 ლარი
  • +18% მომსახურების…
და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს… „ - წერს დამსვენებელი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები