„ცვლილება მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება“ - რა ეტაპზეა სამშენებლო ამნისტიის პროგრამა
სასიკეთო ცვლილება მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენა, რომელიც ამნისტიის ფარგლებში მოექცევა.

„ამნისტიასთან დაკავშირებით კანონი მიღებული და ამოქმედებულია. ამ ეტაპზე მთავრობის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენის სამუშაოები, რომლითაც განისაზღვრება, თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება.

ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია. ამნისტის შემდეგ, ასეთ საცხოვრებელ სახლებს აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე.

ვფიქრობ, 1-ლი აპრლისთვის უკვე სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში.

ამნისტია, ძირითადად გავრცელდება რეგიონებზე და ეს სასიკეთო ცვლილება შეეხება მილიონზე მეტ ჩვენ მოქალაქეს, - აღნიშნა ბრეგაძემ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები