ფეროშენადნობების ექსპორტი 7-წლიან მინიმუმზეა
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ფეროშენადნობების ექსპორტი, რეკორდულად, 2,5-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფეროშენადნობების გაყიდვიდან 180,661 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ბოლო 7 წლის მინიმუმია. შედარებისთვის, 2022 წელს 459,803 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წელს - 477,432 მლნ აშშ დოლარის, 2020 წელს - 247,329 მლნ აშშ დოლარის, 2019 წელს - 303,384 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ფეროშენადნობები ყველაზე დიდი რაოდენობით აშშ-ში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 38,2% მოდის, შემდეგია რუსეთი 26%-ით და თურქეთი 21%-ით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-5 ქვეყანას, სადაც გასულ წელს ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა:
  • აშშ - 69,077 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 46,798 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 38,275 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 7,338 მლნ აშშ დოლარი
  • ალჟირი - 5,827 მლნ აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები