საქართველოში 50 ბრენდული სუპერმარკეტია - ბაზრის 55% ოთხ ქსელს უჭირავს
საქართველოში 50 ბრენდული სუპერმარკეტია - ბაზრის 55% ოთხ ბრენდულ ქსელს უჭირავს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მთლიანად სექტორი 2018-23 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა და გააგრძელებს 10%-იან ზრდას 2024-2028 წლებში.

„ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა 2018-2023 წლებში. ბრენდული ქსელების წილი 21.7%-დან 38.6%-მდე გაიზარდა 2018-23 წლებში.

ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-28 წლებში გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 55.6%-მდე ზრდას გამოიწვევს.

ბრენდული ქსელების ბაზარზე სულ 50 კომპანიაა, თუმცა დიდი ოთხეულის საბაზრო წილი 55%-ს აღწევს. ეს კომპანიებია: „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „კარფური“ და „სპარი“.

ტოპ-4 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების ბაზარზე 55%-მდეა, ხოლო ჯამურად FMCG ბაზარზე დაახლოებით 21%,“- ნათქვამია კვლევაში.


წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები