კვერცხის იმპორტი 11-ჯერ შემცირდა - სად ვიყიდეთ პროდუქტი
2023 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კვერცხის იმპორტი 11-ჯერ, ხოლო წინა თვესთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში, საქართველოში 720 ათასი ერთეული არასაინკუბაციო კვერცხი (34,4 ათასი აშშ დოლარი) შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც იგივე წლის ნოემბერში 3,222 მლნ ერთეული (154,4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2022 წლის დეკემბერში 8,065 მლნ ერთეულის (410.6 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2023 წლის მთლიან მონაცემს, საქართველომ უცხო ქვეყნისგან ჯამში 39,697 მლნ ერთეული კვერცხი (1,901 მლნ აშშ დოლარი) იყიდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს კვერცხი (არასაინკუბაციო) მხოლოდ ერთი ქვეყნიდან, კერძოდ, თურქეთიდან შემოვიდა, ისევე როგორც ბოლო 2022 წელს.

რაც შეეხება ექსპორტს, არასაინკუბაციო კვერცხი ქვეყნიდან ბოლოს 2016 წელს გავიდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები