როდის გაიხსნება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი - კალაძის განცხადება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მალე დასრულდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული ხიდი აპრილში გაიხსნება.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ხიდზე 4-ზოლიანი საავტომობილოო გზა მოეწყობა.

„ხიდის სამუშაოები მიმდინარეობს, აპრილში უკვე დასრულებული იქნება. წყნეთი-ბაგების გზაზე ეწყობა შესაბამისი წრიული, ახალი გზა იმისთვის, რომ ხიდთან დაკავშირება ადვილად იყოს შესაძლებელი. ეს სამუშაოები უფრო ადრე დასრულდება, მაგრამ მთლიანობაში ხიდი და გზა გაიხსნება აპრილისთვის. მთავარია, ამინდებმა არ შეგვიშალოს ხელი, სპეციალური სამუშაო არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაახლოებით 31 მილიონი ლარი დაჯდება. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ხიდის მიერთების, იზოლაციის, მოაჯირების, ასფალტის საფარისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოები.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები