12 ახალი ჰიდროელექტროსადგური, მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი - რა პროექტებს განახორციელებს მთავრობა წელს ენერგეტიკის სექტორში
საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

მათ შორის, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ.

ამასთან, სამთავრობო გეგმის თანახმად, 2024 წელს განხორციელდება მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პოტენციალის შესწავლას.

მთავრობას ასევე დაგეგმილი აქვს, რომ 2024 წელს 134 დასახლებული პუნქტისათვის აშენდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელი.

„ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები,“- ვკითხულობთ გეგმაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები