GE დომენის ფასი იზრდება - რა ეღირება
1 მარტიდან GE დომენის ფასები იცვლება.

როგორც კომპანია FastCloud-ი იტყობინება, რეგისტრაციისა და განახლების ფასი 50 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მეორე დონის დომენების ღირებულება 30 ლარი გახდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიაში ამ დრომდე დომენის რეგისტრაცია და განახლება 30 ლარი ღირდა, ხოლო მეორე დონის დომენის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ domenebi.ge-ში განუცხადეს, მარტიდან ტარიფები მათაც ეცვლებათ. უფრო კონკრეტულად კი, 1-წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, ფასი 50 ლარი გახდება, ხოლო 2-5 წლამდე თანამშრომლობის შემთხვევაში, დომენების ფასი 30 ლარი დარჩება.

გაძვირება დაადასტურეს grena.ge-შიც. მათი თქმით, ოფიციალურ ინფორმაციას ისინი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ, თუმცა დიდი ალბათობით, 30-ლარიანი მომსახურება მათთანაც 50 ლარი გახდება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები