დმანისიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას
12 თებერვლიდან დმანისიდან თბილისში და უკან, მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს. მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის საბარათე სისტემა ამოქმედდება.

„მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც თიბისი ბანკის სტანდარტული ბარათით, ასევე სატრანსპორტო ბარათით, რომლის ღირებულება ორი ლარია და შეძენას დმანისის თიბისი ბანკის ფილიალში შეძლებთ.“

ავტობუსის მოძრაობის განრიგი:

დმანისი-თბილისი
  • 17:30 საათზე დმანისიდან დაიწყებს მოძრაობას
  • 09:30 საათზე თბილისში მდებარე ორთაჭალის სადგურზე იქნება
თბილისი-დმანისი
  • 14:00 საათზე თბილისში მდებარე ორთაჭალის სადგურიდან დაიწყებს მოძრაობას
  • 16:00 საათზე იქნება დმანისში
გომარეთი-თბილისი
  • 08:30 საათზე გომარეთიდან დაიწებს მოძრაობას
  • 11:30 საათზე თბილისში მდებარე ორთაჭალის სადგურზე იქნება
თბილისი-გომარეთი
  • 16:00 საათზე თბილისში მდებარე ოთაჭალის სადგურიდან დაიწყებს მოძრაობას
  • 19:00 საათზე იქნება გომარეთში

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები