საქართველოში იმპორტირებული მინის 40% რუსეთზე მოდის - კიდევ სად ვყიდულობთ პროდუქციას
2023 წელს საქართველომ რეკორდულად დიდი რაოდენობის მინა იყიდა, იმპორტირებული მინის 40% კი რუსეთზე მოდის - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკაში.

კერძოდ, 149 მილიონი დოლარის ღირებულების მინის და მინის ნაწარმის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 58 მილიონი დოლარის რუსეთიდან შემოვიდა.

2023 წელს ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო:
  • რუსეთი - 58 მილიონი
  • თურქეთი - 20 მილიონი
  • სომხეთი - 17 მილიონი
  • ჩინეთი - 15 მილიონი
  • ირანი - 4 მილიონი
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან მინა ძირითადად გავიდა შემდეგ ქვეყნებთან:

  • აზერბაიჯანი - 1.7 მილიონი
  • სომხეთი - 1.4 მილიონი
  • ყაზახეთი - 169 ათასი
  • რუსეთი - 118 ათასი
  • ირანი - 104 ათასი

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები