თევზი -238 ლარი, ტკბილეული -170 ლარი, თაფლი - 146 ლარი - ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტები ქართულ სუპერმარკეტებში
ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება როგორც იაფი, ასევე ძვირი პროდუქტები. ერთი და იგივე პროდუქტი შესაძლოა, იყოს ხელმისაწვდომ ფასში, ხოლო გარკვეული ინგრედიენტების დამატებით, მისი ღირებულება იზრდება.

მაგალითად, თუ ჩვეულებრივი წესით ამოყვანილი 1 კგ ყველი 20-25 ლარი ღირს, ყველი ღვინოში 53, ხოლო ყველი ორმაგი ნაღების - 105 ლარი ღირს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტებს, რომლებიც ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება.

ხორცეული და თევზეული
  • შებოლილი ბიო ორაგული - 500 გრ - 119.95 ლარი;
  • ორაგულის ხიზილალა - 200 გრ - 74.50 ლარი;
  • ხიზილალა ორაგულის გამორჩეული - 130 გრ - 48.95 ლარი;
  • სამეფო კრევეტები - 1 კგ - 98.30 ლარი;
  • ლორი ინდაურის მკერდის - 1 კგ - 60 ლარი;
  • ხამონი სერანო - 1 კგ - 100.8 ლარი;
  • სტეიკი შავი ანგუსის - 380 გრ - 107.95 ლარი.
უგლუტენო პროდუქცია
  • ინდაურის სასენდვიჩე ლორი - 1 კგ 61 ლარი;
  • გამოსაცხობი ღორის კანჭი - 650 გრ - 41.95 ლარი.
რძის პროდუქტები
  • ყველი ორმაგი ნაღების - 3 კგ - 105 ლარი;
  • ყველი ღვინოში - 53 ლარი;
  • ყველი - 1კგ - 73.90 ლარი;
  • ყველი გრანგუსტო - 1 კგ - 61.50 ლარი;
  • დანიური ლურჯი ყველი - 1კგ - 53.90 ლარი.
ალკოჰოლური სასმელი
  • ვისკი „ჯონ ჯეიმსონი“ - 96 ლარი;
  • ვისკი „ჯეკ დენიელსი“ - 0.7ლ. - 105 ლარი.
ხილ-ბოსტნეული
  • სატაცური - 450 გრ - 35.90 ლარი;
  • მანგოსტანი - 200 გრ - 18 ლარი;
  • დრაკონის კვეცხი - 1 კგ 75 ლარი.
სხვა
  • ბომბონერი „შესანიშნავი ასორტი“ – 169.95 ლარი;
  • კანაფის ზეთი - 350 მლ - 69.95 ლარი;
  • გოგრის კურკის ზეთი - 350 მლ - 47 ლარი;
  • ბიო თაფლი - 500გრ - 72.95 ლარი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები