სემეკმა საოფისე შენობა 21 მილიონ ლარად იყიდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ თბილისში საოფისე შენობა დაახლოებით 21 მილიონ ლარად იყიდა, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატ რომან გოცირიძისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ამავე ინფორმაციით, სემეკმა 2022 წლის 28 დეკემბერს 1825 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში 4,154,224 ლარი და მასზე განთავსებულ 4388.90 კვ.მ შენობა-ნაგებობაში 16,616,997 ლარი გადაიხადა.

„ჯამში საერთო ღირებულებამ შეადგინა 20,771,122 ლარი“, - აღნიშნულია დეპუტატისთვის სემეკის მიერ გაცემულ პასუხში.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები