უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში - როგორია ტაქსით მგზავრობის საფასური საქართველოსა და მსოფლიოში
საქართველოში ტაქსით გადაადგილება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში. ერთი კილომეტრი მგზავრობა ჩვენთან 0,75 დოლარი ღირს, თურქეთში კი 0,57 დოლარი - ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.

საბოლოო ჯამში, საქართველო ტაქსით მგზავრობის საფასურით მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. ჩვენთან ტაქსით ერთი კილომეტრის გავლა კი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში. როგორ უკვე აღვნიშნეთ, თურქეთში ერთი კილომეტრი 0,57 დოლარი ღირს, აზერბაიჯანში - 0,59 დოლარი, რუსეთში - 0,33 დოლარი და სომხეთში - 0,30 დოლარი.

გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ტაქსით გადაადგილება ერთ კილომეტრზე ყველაზე ძვირია:
  • შვეიცარია - 4,45 დოლარი
  • ქუვეითი - 3,25 დოლარი
  • ლუქსემბურგი - 3,23 დოლარი
  • იამაიკა - 3,22 დოლარი
  • ალბანეთი - 3,10 დოლარი
  • ვენესუელა - 2,70 დოლარი
  • იაპონია - 2,68 დოლარი
  • ნიდერლანდები - 2,58 დოლარი
  • ბელგია - 2,58 დოლარი
  • კატარი - 2,47 დოლარი
გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ტაქსით გადაადგილება ერთ კილომეტრზე ყველაზე იაფია:
  • ეგვიპტე - 0,32 დოლარი
  • უკრაინა - 0,32 დოლარი
  • შრი-ლანკა - 0,32 დოლარი
  • ტუნისი - 0,32 დოლარი
  • ბელარუსი - 0,31 დოლარი
  • ინდოეთი - 0,30 დოლარი
  • უზბეკეთი - 0,30 დოლარი
  • ირანი - 0,30 დოლარი
  • სომხეთი - 0,30 დოლარი
  • ფილიპინები - 0,25 დოლარი
ცნობისათვის, გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზა Numbeo 2009 წლის აპრილში დაარსდა. ვებგვერდს კომპანია, Numbeo doo მართავს, რომელიც რეგისტრირებულია სერბეთში. Numbeo-ს დამფუძნებელი მლადენ ადამოვიჩია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები