პალმის ზეთის იმპორტი შემცირდა, ექსპორტი კი გაიზარდა - სად ვყიდით და საიდან ვყიდულობთ
2023 წელს საქართველოში პალმის ზეთის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 3.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პალმის ზეთი შემოვიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 3.8 მილიონის ღირებულების პალმის ზეთი.

2023 წელს ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები ინდონეზია, მალაიზია, არაბთა გაერთიანებული საემირო და შვედეთი იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქართველოდან გაიტანეს 135 ათასი დოლარის ღირებულების პალმის ზეთი, რაც მთლიანად სომხეთში გავიდა.

ამასთანავე, 2023 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა 73 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტიც მთლიანად სომხეთში განხორციელდა. ხოლო 2022 წელს საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი არ განხორციელებულა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები