მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48,1%-ით შემცირდა - სად ვიყიდეთ და გავყიდეთ მანქანები
2024 წლის იანვარში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48,1%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 101,443 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი (6 849 ერთეული) ავტომობილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 195,496 მლნ დოლარს შეადგენდა (12 939 ერთეული).

იმპორტის შემცირების ფონზე, მცირედით, მაგრამ გაიზარდა ექსპორტი. კერძოდ, წელს იანვარში რეექსპორტზე 112,047 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა (5 477 ერთეული), 2023 წლის იანვარში კი ექსპორტის მოცულობა 104,279 მლნ დოლარს (6 076 ერთეული) შეადგენდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, სადაც იანვარში მსუბუქი ავტომობილები ვიყიდეთ და გავყიდეთ.

იმპორტიორი ქვეყნები:
  • აშშ - 61,201 მლნ დოლარი (4 722 ერთეული)
  • იაპონია - 13,133 მლნ დოლარი (634 ერთეული)
  • გერმანია - 11,099 მლნ დოლარი (459 ერთეული)
  • ჩინეთი - 2,158 მლნ დოლარი (176 ერთეული)
  • სამხრეთ კორეა - 1,787 მლნ დოლარი (153 ერთეული)
ექსპორტიორი ქვეყნები:
  • ყირგიზეთი - 45,303 მლნ დოლარი (1 317 ერთეული)
  • ყაზახეთი - 33,944 მლნ დოლარი (2 419 ერთეული)
  • აზერბაიჯანი - 17,494 მლნ დოლარი (847 ერთეული)
  • სომხეთი - 9,399 მლნ დოლარი (591 ერთეული)
  • ტაჯიკეთი - 2,108 მლნ დოლარი (120 ერთეული)
აღსანიშნავია, იმპორტის შემცირება დიდი ალბათობით იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის იმპორტიორები, რომელთაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები 1-ელ დეკემბრამდე ჰქონდათ ჩატვირთული კონტეინერზე და იანვრამდე ვერ ასწრებდნენ ქვეყანაში შემოყვანას, ამ ავტომობილების რეგისტრაციას ჩვეულებრივ შეძლებდნენ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები