2023 წელს საქართველო რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა
2023 წელს რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო. ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში - "2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა".

კვლევის ავტორთა შეფასებით, 2024 წელს მიგრანტების ნაწილობრივი გადინების მიუხედავად ეკონომიკა 5.6%-ით და გაცვლითი კურსიც სტაბილური იქნება.

„2024 წელს მიგრანტების გადინება ტურიზმის გაძლიერებით და ადგილობრივი მოხმარების ზრდით დაბალანსდება. 2024 წელს მიგრაცია არ იქნება საცხოვრებელი უძრავი ქონების დინამიკის განმსაზღვრელი,“
- ნათქვამია კვლევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები