საქართველომ ერთ თვეში 1,972 მლნ აშშ დოლარის სუნამოები შეიძინა - რომელია იმპორტიორი ქვეყნები
საქართველოში სუნამოების იმპორტი 11,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 37,493 მლნ აშშ დოლარის სუნამოები და ტუალეტის წყალი შემოვიდა, წინა წელს - 26,077 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში საქართველომ 1,972 მლნ აშშ დოლარის სუნამოები შეიძინა.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის წელს ლიდერი იყო საფრანგეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 19,2% მოდის, მას მოსდევს იტალია 19,1%-ით და ესპანეთი 16,8%-ით.

გთავაზობთ, ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც წელს სუნამოები ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა:
  • საფრანგეთი - 378.5 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია - 377.5 ათასი აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 332.1 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 234 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 230 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2023 წელს, ლიდერი იმპორტიორი კვლავ საფრანგეთი იყო, რომელსაც ბელგია და ესპანეთი მოსდევდა.

უფრო კონკრეტულად:
  • საფრანგეთი - 9,883 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 3,795 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 3,496 მლნ აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 3,095 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 3,003 მლნ აშშ დოლარი
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები