რას სწავლობენ უცხოელები საქართველოში?
2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სულ 30 701 უცხოელი სწავლობს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 632 ათასი სტუდენტით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება ფაკულტეტების ჩამონათვალს, რომლებზეც ყველაზე მეტი უცხოელი სწავლობს, ასეთია:
  • ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 27 750 სტუდენტი
  • სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 1 392 სტუდენტი
  • მეცნიერება - 850 სტუდენტი
  • საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 330 სტუდენტი
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 249 სტუდენტი
ზოგადად, 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1 პროცენტი, ხოლო კერძოში - 40.9 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2% ქალია, ხოლო 48.8% - კაცი.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები