Georgian Wings-ი თბილისი-პრაღის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი 7 მაისიდან თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს. ავიაკომპანია მომხმარებლებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით მოემსახურებათ.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, როგორც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ორმხრივად ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით. ახალი მარშრუტი არა მხოლოდ აფართოებს საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ხსნის შესაძლებლობების ფართო არეალს, როგორც ქართველი, ასევე ჩეხი მოგზაურებისთვის, აღმოაჩინონ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გაეცნონ და შეისწავლონ საუცხოო არქიტექტურისა და კულტურის მქონე, დედაქალაქები“, - განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.

ცნობისთვის, ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები ამ ეტაპზე აქვს ბაქოსა და კიშინაუს მიმართულებით.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები