საქართველოში ვაშლის იმპორტი 105%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ ყველაზე ძვირად/იაფად
საქართველოში 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ ორ თვეში საქართველომ 193 ათასი დოლარის 463 ტონა ვაშლი იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - 396 ათასი დოლარის 835 ტონა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს 1 კგ. ვაშლის საიმპორტო ფასი 12%-ით გაუძვირდა, თუ გასულ წელს 1 კგ-ის ფასი 0.42 დოლარი იყო, მიმდინარე წელს 0.47 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ძვირი, 1.87 დოლარი, ნიდერლანდებიდან გვიჯდება, ხოლო ყველაზე იაფი, 0.42 დოლარი - ირანიდან.

ვაშლის იმპორტიორი ქვეყნები 2024 წლის იანავრ-თებერვალში იყო:
  • თურქეთი - 140 ათასი დოლარის
  • უკრაინა - 95 ათასი დოლარის
  • ირანი - 83 ათასი დოლარის
  • სომხეთი - 46 ათასი დოლარის
  • რუსეთი - 13 ათასი დოლარის
  • აზერბაიჯანი - 10 ათასი დოლარის
  • ნიდერლანდები - 9 ათასი დოლარის
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 68%-ით შემცირა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტირებულია 571 ათასი დოლარის 831 ტონა ვაშლი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1,763 მლნ დოლარის 2,765 ტონა.

რაც შეეხება საექსპორტო ფასს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 7.8%-ით გაძვირდა. გასულ წელს 1 კგ ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 0.64 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 0.69 დოლარი.

ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა შემდეგ ქვეყნებში:
  • რუსეთი - 567 ათასი დოლარის 822 ტონა
  • სომხეთი - 3 790 დოლარის 8 ტონა
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები