ქალაქები, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი
Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, რომელიც ეფუძნება მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ფასებს სხვადასხვა ქვეყნის 203 ქალაქში, 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირი ციურიხში (შვეიცარია), ყველაზე იაფი კი ჩანდიგარშია (ინდოეთი).

მონაცემებში საქართველოს ორი ქალაქიდან - თბილისი და ბათუმი მოხვდა. თბილისი 203 ქალაქს შორის 123-ე ადგილს იკავებს, ბათუმი კი 164-ე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, თბილისში 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურების საშუალო ფასი 0.75
დოლარს შეადგენს, ხოლო ბათუმში 0.37 დოლარის.

მონაცემების თანახმად, ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირია შემდეგ ათ ქალაქში:
  • ციურიხი, შვეიცარია 5.49 დოლარი
  • ჟენევა, შვეიცარია 3.29 დოლარი
  • ქუვეითი 3.25 დოლარი
  • ლუქსემბურგი 3.22 დოლარი
  • ტირანა, ალბანეთი 3.19 დოლარი
  • სიდნეი, ავსტრალია 3.12 დოლარი
  • სტოკჰოლმი, შვედეთი 2.98 დოლარი
  • ჰამბურგი, გერმანია 2.79 დოლარი
  • მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო 2.73 დოლარი
  • ტოკიო, იაპონია 2.68 დოლარო
ამასთანავე, ტაქსის მომსახურება ყველაზე იაფი შემდეგ ქალაქებშია:
  • ჩანდიგარი ინდოეთი - 0.20 დოლარი
  • ვადოდარა ინდოეთი - 0.22 დოლარი
  • ნოვოსიბირსკი, რუსეთი - 0.22 დოლარი
  • მანილა ფილიპინები - 0.23 დოლარი
  • ბუბანესვარი ინდოეთი - 0.24 დოლარი
  • გურგაონი ინდოეთი - 0.24 დოლარი
  • სურატი ინდოეთი - 0.24 დოლარი
  • ვუჰანი, ჩინეთი - 0.25 დოლარი
  • ბიშკეკი, ყირგიზეთი - 0.25 დოლარი
  • ჩენდუ, ჩინეთი - 0.28 დოლარი
წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024