"მოთხოვნა დიდია, თუმცა საკმარისი ადგილები არ არსებობს" - მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი

“მოთხოვნა როგორც იცით, ძალიან დიდია, თუმცა საკმარისი ადგილები არაა“ - ეს განცხადება მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა, რადიო "მარნეულთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და გამოეხმაურა გუშინდელ დღეს, 3 ივნისს, როდესაც მათ სამსახურთან მშობლების უწყვეტი რიგი იდგა, რათა შვილები საბავშვო ბაღებში გადაენაწილებინათ. ზაურ ქარამოვის თქმით, გუშინ გვიანობამდე მუშაობდნენ და ერთ-ერთ ბაღში 200-ზე მეტი აღსაზრდელის დარეგისტრირებაც კი მოახერხეს.

„ 217 ბავშვი მარტო N3 საბავშვო ბაღში დავარეგისტრირეთ. დანარჩენ ბაღებში შედარებით ნაკლები იყო. ჩვენთან მხოლოდ ქალაქის ბაღებში მსურველები რეგისტრირდებიან. სოფლებში რეგისტრაცია კიდევ ცალკე მიმდინარეობს“ - თქვა ზაუ ქარამოვმა

ზაურ ქარამოვს იმედი აქვს, რომ ბავშვების გარკვეული ნაწილი რეზერვში დარჩება. მათი გადანაწილება, შესაძლოა იმ ორ საბავშვო ბაღში მოხდეს, რომლის მშენებლობაზეც ინფორმაცია ქარამოვს აქვს. თუ რამდენ აღსაზრდელს დაიტევს მარნეულის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღები წელს, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რეგისტრაციისთვის რამდენიმე ეტაპად დაყოფილი ვადები ამოიწურება.

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების განთავსების პრობლემა რომ გვაქვს, ეს იფორმაცია ახალი ნამდვილად არ არის . დღეს 84 სოფლისა და ქალაქ მარნეულის 130 000 მოსახლეზე მხოლოდ 14 მოქმედი ბაღია. კანონი კი სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს თითოეული ბავშვის სკოლამდელი განათლების სისტემაში ჩართვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარნეულის ახლადარჩეულ მერს, ზაურ დარგალს,  საბავშვო ბაღების მშენებლობა წინასაარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.

ამავე თემაზე:

ხალხმრავლობა მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები