მარნეულის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებში 824 162 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის
ორგანომ 8 საჯარო
სკოლაში სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის
ექვსი ტენდერი გამოაცხადა.
თითოეული სკოლისათვის ტენდერი განსხვავებული თანხითაა გამოცხადებული
რომლებიც ძირითადად სკოლის საპირფარეშოების რემონტს, კარ-ფანჯრების
შეცვლას, ჭერის რემონტსა და გათბობის სისტემის მონტაჟს
გულისხმობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სკოლების სარემონტო
სამუშაოებისათვის ჯამში 824 162 ლარი გამოყო.
სკოლების და მათში განსახორციელებელი სამუშაოების
ჩამონათვალი:
- მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის სახურავისა და
საპირფარეშოს რეაბილიტაცისა და კარ-ფანჯრების შეცვლის სამუშაოების
შესყიდვა - 194 678 ლარი
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საჯარო
სკოლის საპირფარეშოს (სკოლის შენობაში) მოწყობის და სოფელ წერეთელის
საჯარო სკოლის დამხმარე შენობის (ყოფილი მირზოვკის სკოლა)
საპირფარეშოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 69 889
ლარი
- ქალაქ მარნეულის N4 საჯარო სკოლაში სახურავის
რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა კარების მოწყობის
სამუშაოების შესყიდვა - 173 101 ლარი
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ყულარში
საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 34
198 ლარი
- ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლის და სოფელ
ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები - 158 661
ლარი
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები - 193 635
ლარი