სიახლე
მოლაოღლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულა

კორონავირუსის გამო, სკოლებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი არ უნდა ჩავარდეს და სკოლა დისტანციურ სწავებაში უნდა ჩაერთოს.

ონლაინ სწავლებაში ჩართვა მარნეულის რამდენიმე სკოლამ უკვე დაიწო, თუმცა სოფელი მოლაოღლი და მისი მეზობელი სოფლები, ჯერ სწავლებს ახალ მოდელზე არ გადასულან. მოლაოღლის საჯარო სკოლაში 300-მდე მოსწავლე სწავლობს.

 

მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს არდადეების პერიოდი აქვთ და სახლში არ მეცადინეობენ.

„ჩემი შვილი არდადეგების გამო გაკვეთილებს თავის დროზე ვერ აკეთებს. ეს მის ჩამორჩენას და უნივერსიტეტისთვის მომზადებას შეუშლის ხელს“.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე უკვე უნივერსიტეტების ნაწილიც გადავიდა.

„ჩვენ გაკვეთილებს იგივე წესით ვაგრძელებთ. კვირაში ერთი დღე ონლაინ ჩართვები გვაქვს, დანარჩენ დღეებში ელექტრონულად ტარდება“- ამბობს პირველი კურსის სდუდენტი ელხან ენნაგიევი.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა სასწავლო პროცესის აღდგენა ვერც 26 აპრილამდე მოხდეს სრულად. განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა დისტანციური სწავლების პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება.

ავტორი: ორხან ანაგიევი

თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია