404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ილიაუნის სტუდენტებს სწავლის გაგრძელება ონლაინრეჟიმში შეეძლებათ
ილიაუნის გადაწყვეტილებით სუტუდენტებს გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელება ონლაინრეჟიმში შეეძლებათ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისათვის გაგზავნილი წერილის შესაბამისად, მომდევნო სემესტრში კურსების თეორიული ნაწილი კვლავ ონლაინრეჟიმში გაიმართება, ხოლო სპეციალური პრაქტიკული კურსები / კურსის კომპონენტები ჩატარდება უნივერსიტეტის აუდიტორიებში.

„მოგეხსენებათ, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს გაზაფხულის სემესტრში სწავლების ფორმის თაობაზე. სტუდენტების ერთ ნაწილს სურს ონლაინრეჟიმში დარჩენა, ხოლო მეორეს – აუდიტორიებში დაბრუნება, ეს იმ ფონზე, როცა ცნობილი არ არის, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უახლოეს თვეებში.

ილიაუნის მიზანია გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია, ოღონდ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას, ამასთან, მხედველობაში მიიღოს სახელმწიფო რეგულაციები“
. - წერია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში

ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტში ფიზიკურად დაბრუნება სურთ, წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად, შეძლებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების და კომპიუტერული რესურს-ცენტრების გამოყენებას. ასევე, შეძლებენ, სასწავლო საჭიროებებიდან გამომდინარე და ლექტორთან შეთანხმების საფუძველზე, მცირე ჯგუფის ფორმატში საკონსულტაციო შეხვედრებს უნივერსიტეტის ფიზიკურ სივრცეში.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის სტუდენტებს დასჭირდებათ გარკვეული პროცედურების გავლა და მოთხოვნების დაცვა (წინასწარი რეგისტრაცია, ჰიგიენური საშუალებების გამოყენება და ა. შ.). სწავლის დაწყებამდე ჩვენ მოგაწვდით ამ მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, ისევე როგორც ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმებს, რომელთა შევსებაც იქნება საჭირო, თუ თქვენ მოისურვებთ გამოიყენოთ უნივერსიტეტის ფიზიკური რესურსები სამკითხველო დარბაზები კომპიუტერული რესურს-ცენტრები“. - აღნიშნულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისათვის მიწერილ წერილში

ილიაუნის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული ზომები შესაძლოა შემსუბუქდეს ან გამკაცრდეს უნივერსიტეტის მდგომარეობის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია