დღეიდან, 2 მაისიდან, მარნეულში მდებარე სახელმწიფო კოლეჯ მოდუსში
რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ელექტორნულად ტარდება და ვებ-გვერდ
vet.emis.ge-ზე
ხორციელდება.
კოლეჯში არსებული ყველა პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით
ფინანსდება, სწავლის დაწყება კი ნებისმიერი ასაკის საქართველოს
მოქალაქეს შეუძლია.
სწავლის დაწყების მსურველებს რეგისტრაციის გავლაში კოლეჯი მოდუსიც
დაეხმარება. დაინტერესებულ პირებს კოლეჯისათვის მიმართვა 2 მაისიდან
შეუძლიათ.
რეგისტრაციის პროცესი 22 აგვისტომდე გაგრძელდება.
გთავაზობთ კოლეჯი მოდუსის მიერ გამოცხადებული პროგრამების სიას:
- მეხილეობის პროგრამა
- მებოსტნეობა
- აღმზრდელი
- ბუღალტერია
- ელექტროობა
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა