მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანებამ 2 500 ლარის წყალი იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ ალგეთის საბავშვო ბაღისათვის 2 500 ლარის წყალი იყიდა.

10 ცალი 19 ლიტრიანი ავზი უწყებამ, გამარტივებული წესით შ.პ.ს. ,,ბორჯომი ვოთერს”- ისგან შეიძინა. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ალგეთის ბაღისთვის სასმელი წყლის ყიდვა უწევთ. სააღმზრდელო დაწესებულებას წლებია სასმელი წყლით ამარაგებენ. ამ ეტაპზე, ბაღს, მხოლოდ ტექნიკურ წყალი მიეწოდება.

„ალგეთის ბაღში მხოლოდ ტექიკური წყალია, რომელსაც ძირითადად ჭურჭლისთვის ან სხვა საჭირო საქმეებისთვის იყენებენ. წყალი 1 წლიანი ვადით შევიძინეთ და საბავშვო ბაღისათვის მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად ხდება“ - ამბობს ზაურ ქარამოვი.

ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსის თქმით, წყლის ამ რაოდენობით შესყიდვა მხოლოდ ალეგეთის ბაღისათვის უწევთ. მუნიციპალიტეტის სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში კი მსგავსი პრობლემა არ აქვთ.

მარნეულის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი მუშაობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები