ენა არის ფაქტორი, რომელიც ადასტურებს ერის არსებობას - ბინათ ალი ოღლუ მამედოვი დედაენის საერთაშორისო დღეზე
დღეს, 21 თებერვალს, დედაენის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც იცავს და ავითარებს ყველა ერის მატერიალურ და სულიერ მემკვიდრეობას. ყველა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს მშობლიური ენა და დაიცვას იგი.

საქართველო არის ტოლერანტული ქვეყანა. აქ წლებია სხვადასხვა ენების ხალხი ცხოვრობს. ამ ხალხთაგან ერთ-ერთი კი აზერბაიჯანელები არიან. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბინათ ალი ოღლუ მამედოვი აზერბაიჯანული ენის საქართველოში შენარჩუნების და გავრცელების შეახებ რადიო „მარნეულს“ ესაუბრა. მისი თქმით, „დედაენის დღის“ აღნიშვნის შედეგად ადამიანებს შეექმნათ შანსი რომ თვიანთი ენა დაიცვან, განავითარონ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ენა არის ერის არსებობის დამადასტურებელი მთავარი ფაქტორი. ამიტომ, ენის კარგად სწავლისა და განვითარების მიზნით, პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ენის სწავლების პროცესი.

„ეს დღე შეიძლება ჩაითვალოს ყველა ერისთვის ენისა და კულტურის შესანარჩუნებელ დღედ. დედაენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის სულიერი სამყაროს გამდიდრებაში, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, შესანიშნავი განათლების მიღებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში. ენა არის ფაქტორი, რომელიც ადასტურებს ერის არსებობას. ის ასევე ადასტურებს იმ ხალხის ეროვნულ იდენტობას. ერის ანბანი განიხილება, როგორც მისი ერად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პირობა. ყველამ უნდა იბრძოლოს საკუთარი ენის შესანარჩუნებლად. ისტორიიდან ცნობილია, რომ ერი, რომელიც ენას კარგავს, განწირულია განადგურებისთვის. ჩვენ, როგორც აზერბაიჯანელები, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ენა, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ ჩვენი გაზეთის საშუალებით მოგვცა. პრობლემა ისაა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ ენის სწავლებაზე ზრუნვა საშუალო სკოლებიდან. სალაპარაკო ენა ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ ღრმად ჩასვლა, გრამატიკის წესების შესწავლა ჯერ საშუალო სკოლიდან იწყება. მშობლიური ენის სწავლება პირველ რიგში პროფესიონალებმა უნდა მოახდინონ. საათების რაოდენობა დიდი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ენა მდიდარია. მის სწავლას დრო და მეთოდოლოგია სჭირდება. ეს უნდა მოხდეს საშუალო სკოლებშიც. უნდა გაძლიერდეს სწავლება საშუალო სკოლებში“.

ბინათ მამედოვი ასევე აცხადებს, რომ ენის სწორად სწავლისთვის განათლების სამნისტროს აკისრია დიდი პასუხისმგებლობა. ამბობს, რომ აზერბაიჯანის გარეთ მცხოვრებლებისთვის განათლების სამინისტროებთან ერთად შეთანხმემების საფუძველზე ენის განვითარების გზაზე გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს. მან ისაუბრა ბოლო დროს საქართველოს აზერბაიჯანელების მიერ თურქული გამონათქვამებისთვის უპირასეტობის მინიჭაბზეც. მამედოვი აცხადებს, რომ ის დადებითად აფასებს ადამიანების მიერ თურქული სიტყვებით სარგებლობას.

„აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ განათლების სამინისტროებს შორის უნდა იყოს გარკვეული ურთიერთგაგება, უნდა იყოს შეთანხმება ენის გაცვლის შესახებ. უნდა ვიზრუნოთ ენის გადარჩენაზე, განვითარებასა და შენარჩუნებაზე. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს თურქი ხალხი თავისი ენის მიმართ. იმის გამო, რომ ჩვენ ბუნებრივად ვიყენებთ გარკვეულ სიტყვებს, ერთი ძირიდან, ერთი ოჯახიდან, ეს სიტყვები ბორჩალოში ბევრ სიტყვაშია გამოყენებული, თურქული სიტყვებია გამოყენებული. არასოდეს ყოფილა ასე ფართოდ გამოყენებული. ეს მომდინარეობს როგორც ენის სიყვარულიდან, ასევე თურქი ხალხის ზრუნვიდან თავის ენაზე. მე აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ჩვენს ლიტერატურულ ენას აქვს ნორმები და ის უკეთესად უნდა ისწავლებოდეს საშუალო სკოლებში“.

აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედაენის საერთაშორისო დღე. 1999 წლის ნოემბერში იუნესკომ ბანგლადეშის ელჩის ინიციატივით 21 თებერვალი დედაენის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები