მარნეულის მუნიციპალიტეტში 1 228 სტატუსის მქონე მასწავლებელია.
წელს მარნეულის სკოლებიდან 152 მასწავლებლისთვის სტატუსის
მინიჭებისთვის მასწავლებლის სახლს მიმარათეს. აქედან 28 მასწავლებელს
მიენიჭა სტატუსი.
უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 16 პედაგოგს. 6 პედაგოგი გახდა
მენტორი, ხოლო 6 გახდა წამყვანი მასწავლებელი.
მარნეულს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალი
გახრამონოვმა რადიო მარნეულთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარნეულის
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 228 მასწავლებელს აქვს
მინიჭებული
სტატუსი.
რესურსცენტრის მონაცემებით მარნეულს ამ დროისთვის ჰყავს 12 მენტორი
მასწავლებელ, 100 წამყვანი მასწავლებელი და 1 116 უფროსი მასწავლებლის
სტატუსის მქონე პედაგოგი.
მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსი უფროსი
მასწავლებლის სტატუსია.
მასწავლებლის სტატუსის სახეებია:
უფროსი მასწავლებელი;
წამყვანი მასწავლებელი; მენტორი მასწავლებელი
პედაგოგების კარიერული წინსვლა მათ სახელფასო ანაზღაურებაზე აისახება.
2023 წლის იანვრიდან მათი ანაზღაურება 125 ლარით გაიზარდა.
ახალი ცვლილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან, სქემით განსაზღვრული
შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:
უფროსი მასწავლებლისათვის – 795 ლარი [იყო 670 ლარი];
წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარი [იყო 1050 ლარი];
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1475 ლარით [იყო 1350
ლარი]
აღსანიშნავია, რომ სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაუქმდა,
ზოგიერთი მათგანი ახლა საგანმანათლებლო სისტემაში მაძიებლის
პროგრამითაა ჩართული. რაც შეეხება უსტატუსო მასწავლებლებს,
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების შემთხვევაში, სტატუსის
ამაღლების ვადად 2023 წელია განსაზღვრული. არაქართულენოვანი სკოლების
მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა 2022
წელს პირველად მიეცათ.