როგორ გავხდი მენტორი მასწავლებელი - სამირა ისმაილოვა და ელნურ ვესალოვი
სამ წელზე მეტია, რაც მასწავლებლების განვითარების სქემა ამოქმედდა. მისი მიზანი მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაა. ამისთვის მასწავლებლები უნდა ჩაერთონ აქტივობებში, გაიუმჯობესონ სწავლების პროცესი და მიიღონ სტატუსი, რომელც მათ ანაზღაურების გაუმჯობესებაზეც მოქმედებს.

მარნეულის საჯარო სკოლებში იმ მასწავლებელთა რიცხვი იმატებს, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს. მონაცემების მიხედვით, ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1228 მასწავლებელს აქვს სტატუსი. სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლებლები აქტიურად ერთვებიან დამატებით გაკვეთილებზე და ემზადებიან გამოცდებისთვის.

სტატუსის მქონე 1228 მასწავლებელს შორის არიან სამირა ისმაილოვა და ელნურ ვეისალოვიც. მათ რამდენიმე კვირის წინ მენტორის სტატუსი მოიპოვეს. ისმაილოვა კასუმლოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობს. ელნურ ვეისალოვი კი ქეშალოს საჯარო სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის.

სამირა ისმაილოვას თქმით, სტატუსის ამაღლება მისთვის რთული აღმოჩნდა. პირველად 2012 წელს მასწავლებლებისთვუს გათვალსიწინებული საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 10 კრეტიდი მოიპოვა. სამირა ისმაილოვა რადიო მარნეულთან საუბარში ამბობს, რომ მიღწეული წარმატებების შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საკუთარ თავზე უფრო მეტი მუშაობა დაიწყო.

„2012 წელს მასწავლებლებისთვის უნარების გამოცდა დაწესდა. ამ გამოცდის წარმატებით ჩასატარებლად მივიღე ტრენინგებში მონაწილეობა და წარმატებით ჩავაბარე. როგორც იცით, მასწავლებლების პროფესიული უნარების განვითარების სქემის მიხედვით უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებისთვის აღნიშნული ეს ორი გამოცდა უნდა ჩამებარებინა. ამის მერე მიზანი მქონდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღება. ამისთვის კი მასწავლებლებმა უნდა განახორციელონ ბევრი აქტივობა, ასევე გამოცდილების კვლევა. ეს 3 წლის წინ გადავლახე და წამყვანი მასწავლებელი გავხდი“.

სამირა ისმაილოვას თქმით, მასწავლებლის სტატუსის ბოლო საფეხური მენტორობაა. ამ სტატუსის მოპოვება კი უფრო რთულია. მისი თქმით, ამ ეტაპზე მასწავლებელს უფრო მეტი უნარების ცოდნა სჭირდებათ.

„ეს უფრო რთული შეფასების პროცესია. აქ სკოლა და თემთან ერთად გარე დაკვირვებაც დიდ როლს თამაშობს. გარე გამოცდილებაში საზღვარგარეთ განათლება და ტრენინგებში მონაწილოება, ასევე თვითგანვითარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებაც იგულისხმება. 2018 წელს დიდ ბრიტანეთში, 2023 წელს კი აშშ-ში გავემგზავრე სპეციალური პროგრამით, ჩემი ცოდნის გაღმრმავებისთვის. სკოლაში ვახორციელებ ბევრ პროექტს და ღონისძიებას სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად კი ძირითადად ეს მიმართულებებია გასათვალისწინებელი“.

სამირა ისმაილოვა ამბობს რომ მენტორის სტატუსის მოპოვება მისთვის საამაყოა.

„მენტორობა დიდი სიამაყეა, ასევე დიდი პასუხსიმეგბლობაცა. იმიტომ, რომ ამის მერე უფრო მეტი უნდა იმუშაო, მოსწავლეებს უფრო კარგი აკადემიური შედეგები, უნდა ჰქონდეთ, უფრო მრავალფეროვანი აქტიურობები უნდა განახორციელო. კოლეგებს ვურჩევ რომ იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე და იყვნენ ღია ყველა სიახლისთვის. თუ ამას გაითვალისწინებენ, მათი შრომა აუცილებლად დაფასდება“.

სამირას მსგავსად ამ სტატუსის მოსაპოვებლად ბევრი შრომა დასჭირდა ელნურ ვეისალოვსაც. ენლნური , ბედნიერია რომ მისი შრომა დაფასდა და მენტორი მასწავლებლის სტატუსი აქვს. სიხარულთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობს

„ეს კარგი გრძნობაა. ბევრი მილოცვა მივიღე. მადლობელი ვარ ლამაზი სიტყვებისთის“.

ელნური გვიყვება. რომ ამ გამოცდებისთვის მზადებამ მასწავლებლები გააერთანა. სამირასთან ერთად ბევრს საუბრობდნენ მზადების პირიოდში. ერთმანეთს ამხნევებდნენ შედეგების მოლოდინის დროს.

„სოფელი ქეშალოს საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ჰაჯიხალილოვის ხელმძღვანელობით სკოლის ყველა მასწავლებელს და მოსწავლეებს ვუხდი მადლობას. ამ სტატუსის მოპოვებას ველოდებოდი. შრომის და აქტიურობის შედეგად ვფიქრობ ღირსეული შედეგი მივიღეთ“.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1 228 სტატუსის მქონე მასწავლებელია. წელს მარნეულის სკოლებიდან 152 მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებისთვის მასწავლებლის სახლს მიმარათეს. აქედან 28 მასწავლებელს მიენიჭა სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 16 პედაგოგს. 6 პედაგოგი გახდა მენტორი, ხოლო 6 გახდა წამყვანი მასწავლებელი.

მარნეულს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალი გახრამონოვმა რადიო მარნეულთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 228 მასწავლებელს აქვს მინიჭებული სტატუსი.

რესურსცენტრის მონაცემებით მარნეულს ამ დროისთვის ჰყავს 12 მენტორი მასწავლებელ, 100 წამყვანი მასწავლებელი და 1 116 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი.

მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსი უფროსი მასწავლებლის სტატუსია.

პედაგოგების კარიერული წინსვლა მათ სახელფასო ანაზღაურებაზე აისახება. 2023 წლის იანვრიდან მათი ანაზღაურება 125 ლარით გაიზარდა.

ახალი ცვლილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:
  • უფროსი მასწავლებლისათვის – 795 ლარი [იყო 670 ლარი];
  • წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარი [იყო 1050 ლარი];
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1475 ლარით იყო 1350 ლარი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები