ბაღი, სადაც ბავშვმა „ფეირი“ დალია, უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს
ბავშვი, რომელმაც საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, „ფეირი“ დალია, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. როგორც რადიო „მარნეულს“ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ხიზანეიშვილმა განუცხადა, მცირეწლოვანი გამოჯანმრთელდა და ბინაზე მას 12 ივნისს გაწერენ.

მოხდარი ფაქტის შემდეგ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები სააღმზრდელო დაწესებულებამ. როგორც N3 ბაღის „ჩიორას“ ხელმძღვანელი ქეთევან მინაძე რადიო „მარნეულთან“ განმარტავს, ყველანაირი ქიმური საშუალება ერთ ივრცეში, ბავშებისგან მიუწვდომელ ადგილას ჩაკეტეს.

„ბავშვმა რაც დალია, იმ ჭიქაში თითქმის აღარაფერი აღარ იყო ცოტა იყო დარჩენილი (ფეირი) და არ გადაუყლაპავს ბევრი. ბავშვს ყელი ისედაც გაღიზიანებული ჰქონია, ჩვენ არ ვიცოდით, დედამ გვითხრა და ამ დარჩირქებამაც გაამწვავა. ყოველ დღე ველაპარაკებით დედას, ბავშვი არის მშვენივრად. ჩვენ რაც კი ქიმიური საშუალება გვქონდა, ერთ ადგილას მოვათავსეთ, მაშნაც ასე უნდა ყოფილიყო.. ყველამ მიიღო გაფრთხილება, მივიღეთ ახლა ზომები, ცალკე ჩავკეტეთ, სადაც ბავშვები ხელებს იბანენ იქ აღარაფერი გვაქვს, სამზარეულოში გვაქვს თარო და იქ დავკეტეთ ყველაფერი. რა თქმა უნდა, არ უნდა მომხდარიყო ასეთი არასასიამოვნო ფაქტი. ეს გოგოებიც (ძიძა, მასწავლებელი) ძალიან განიცდიან.“ -
თქვა ქეთევან მინაძემ. 

მარნეულის N3 ბაღში სამი წლის ბავშვმა, სავავარაუდოდ, „ფეირი“ 7 ივნისს დაილია. სამედიცინო დაწესებულებაში აღსაზრდელი სამი დღის განმავლობაში მკურნალობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები