მერია მარნეულის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ბროშურებს ქართულად და ინგლისურად ბეჭდავს
მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ბროშურებს ბეჭდავს. 100 ცალი ბროშურის დამზადება ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით, ინდმეწარმე აკრემ გახრამანოვს შეუკვეთა. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, მასალა ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცემა და მისი მიზანი მარნეულის საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციაა.

„ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის შესახებ დაიბეჭდება საინვესტიციო პროფილი, რომელიც ქართულ და ინგლისურენოვანი იქნება. პოტენციურ ინვესტორებს დავურიგებთ ხოლმე შეხვედრებზე. რა ეკონომიკური პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს, რა ბიზნესის წარმოებაა შესაძლებელი , რა ტურისტული პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს და ა.შ - ამ თემებზე იქნება ბროშურა“ - განმარტავენ პრესსამსახურში.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს, ბროშურის შედგენაზე მერიის ეკონომიკის განყოფილებამ იმუშავა. ბროშურების შინაარსობრივი მხარე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მასალა დაიბეჭდება.

100 ცალი ბროშურის დაბეჭდვა მუნიციპალიტეტს 2 500 ლარი დაუჯდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები