მარნეულის მერიამ ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია 21 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა
ნინო დეკანოიძემ წარმოადგინა და განმარტა, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.

„მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება ნებისმიერ საინტერესო იდეას, რომელიც დარეგისტრირდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში. მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში 18-30 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ 3 000 ლარის ფარგლებში საინტერესო იდეა, რომელსაც შეარჩევს სპეციალური კომისია.“ - თქვაა ნინო დეკანოიძემ.

კონკურსის პირობები უკვე ატვირთულია აგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდზე.

პროექტის წარმომდგენი სუბიექტები არიან:

  • მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები), რომელსაც არ აქვს მოპოვებული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონ
    ორის’’ მიერ;
  • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მიზნის შესაბამის პროექტს;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი.

ახალგაზრდული იდეების პროექტის მიმართულებებია:


  • მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება;
  • ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • გარემოს დაცვა;
  • სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა.

პროექტის ფორმატი:


  • განაცხადის წარმოდგენა აუცილებელია ქართულ ენაზე;
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 5 ივლისი;
  • სრულყოფილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა №1 აპლიკანტის განცხადება; ფორმა №2 საპროექტო განაცხადი, ფორმა №3 პროექტის ბიუჯეტი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; სხვა დამატებითი დოკუმენტაცია შესაბამისი საჭიროებით) უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დედანი დოკუმენტაციის რეგისტრაცია მარნეულის მერიაში; აუცილებელია დოკუმენტაცია იყოს ხელმოწერილი ან/და არსებობის შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებული.
  • შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ინდივიდუალური თანამშრომლობა (გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა; პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი ფორმის შევსება);
  • კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია: გიორგი ფარჯიანი (ტელ: 595928150)
  • საპროექტო განაცხადს კომისია განიხილავს, განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში;
  • იმ შემთხვევაში თუ არსებობს დასაბუთებული გარემოება, ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვისა.
განცხადების ფორმა, საპროექტო განაცხადი და ბიუჯეტის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123