მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 10 ვაკანტური ადგილია.
სხვადასხვა პოზიციების დასაკავებლად საკანონმდებლო ორგანომ 8 ვაკანსია
დახურული წესით, ხოლო ორი ღია კონკურსის წესით გამოაქვეყნა. მიმდინარე
ვაკანსიებში მინიმალური სახელფასო ანაზღაურება 1936 ლარია, ხოლო
მაქსიმალური 2 783 ლარითაა განსაზღვრული. კონკურსში მონაწილეობა 24
ივნისამდეა შესაძლებელი .
დახურული კონკურსის ვაკანსიები:
- საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება - პირველი
კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 2 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი
სარგო 2057 ლარი.
- საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება - მეორე
კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 1 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი
სარგო 1936 ლარი.
- საკრებულოს აპარატის გენდერული საკითხების და
არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება - მეორე კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი, 2 ვაკანტური ადგილი თანამდებობრივი სარგო 1936
ლარი.
- საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და
კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება - უფროსი სპეციალისტი, 1
ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 1936 ლარი.
- საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და
კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება - მეორე კატეგორიის უფროსი
სპეციალისტი, 1 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 1936
ლარი.
ღია კონკურსის ვაკანსიები:
- საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილება - უფროსი, 1 ვაკანტური ადგილი,
თანამდებობრივი სარგო 2 783 ლარი.
- საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილება -პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 2
ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 2057 ლარი.
კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება:
- განცხადების გადარჩევა
- ზეპირი დავალება
- გასაუბრება
დეტალები მარნეულის საკრებულოს ვაკანსიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ
იხილოთ აქ: