მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი წევრები ჰყავს.
ამის შესახებ ინფორმაცია 21 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე
გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად გენდერული თანასწორობის საბჭოს
მდივანმა ია ესებუამ გამოიტანა და აღნიშნა, რომ საბჭო მერიის
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საკრებულოს გენდერული
განყოფილების წარმომადგენლებს, მაჟორიტარ-დეპუტატებს და არასამთავრობო
ორგანიზაციების წამომადგენლებს გააერთიანებს.
„მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს უნდოდათ
საბჭოში გაწევრიანება. ჩვენ ეს ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ
რაც მეტი ხელმძღვანელი პირი იქნება და გადაწყვეტილებს მიმღები პირი
ჩართული, მით მეტად ძლიერი იქნება საბჭო. საბჭოში 28 წევრია. ამ
ეტაპზე არასამთავრობო სექტორიდან ერთი ადამიანი გვყავს და თუ ვინმე
გამოთქვამს სურვილს დავამატებთ“ - თქვა ია ესებუამ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა კონკრეტული სია ჯერ არ არის
გამოქვეყნებული. ია ესებუას განმარტებით, მისი ნახვა მას შემდეგ
შეგვეძლება, რაც თვითმმართველობა ოფიციალურ ვებ-გვერდზე
განათავსებს.
გარეკანის ფოტო:რადიო "მარნეულის" არქივი