„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდების საცდელ ტესტირებას იწყებს
"1+4" პროგრამის საშუალებით უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველ აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს, ისევე როგორც ყოველ წელს, „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ონლაინ საცდელი ტესტირების გამართვას სთავაზობს.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“-ის მიერ ორგანიზებულ საცდელ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 27 ივნისს 23:00 საათამდე გაიარონ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, დარეგისტრირებულ პირებს ელექტრონული ფოსტის მისამართებზე გაიგზავნება დეტალური ინფორმაცია საცდელი ტესტირების ჩატარების თარიღისა და პირობების შესახებ.

გამოცდის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

Mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ტელ: 555 10 07 38

ტესტირება ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოების" ფინანსური მხარდაჭერით, „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ორგანიზებით.

საცდელ გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/.../1FAIpQLSesaUwOgNp.../viewform...




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები