მარნეულელი ედგარ მაზმანიანი Global UGRAD-ის ფინალისტი გახდა და ამერიკაში ისწავლის
მარნეულელი ედგარ მაზმანიანი ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამის - Global UGRAD-ის ფინალისტი გახდა და ის ბაკალავრიატის ერთი სემესტრის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში ისწავლის. მაზმანიანის თქმით, ახალი შესაძლებლობა მისთვის დიდი მოტივაციაა.

„ძალიან მიხარია. ვფიქრობ, ეს პროგრამა შესაძლებლობას მომცემს წარვადგინო ჩემი ქვეყანა და კულტურა. მივიღო საერთაშორისო განათლება და გამოცდილება, რომელიც ჩემს პროფესიაში გამომადგება და ჩამოსვლის შემდეგ ჩემს
საზოგადოებას მოვახმარ. ასევე გავიჩენ მეგობრებს და ნაცნობებს საზღვარგარეთ და ჩემი გამოცდილებით მოტივაციას მივცემ ახალგაზრდებს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა პროექტებში და შრომა დაუფასდებათ“
- გვეუბნება ედგარ მაზმანიანი.

ედგარ მაზმანიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345