მარნეულის სკოლებში 1502 თავისუფალი ადგილია - პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი დასრულდა
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლას 2023-2024 სასწავლო წლისათვის 2 890 პირველკლასელის მიღება შეუძლია. მარნეულის მასშტაბით არსებულ საგამნანათლებლო დაწესებულებებში 1388 პირველკლასელი დარეგიტრირდა. თავისუფალი დარჩა 1502 ადგილი. წინ რეგისტრაციის ბოლო ეტაპია დარჩენილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ეტაპი უკვე დასრულდა მონაცემების მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. არის სკოლები, სადაც არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირდა. ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
  • ოფრეთის საჯარო სკოლა
  • ხუტორ-ლეჟბადინის საჯარო სკოლა
  • წერაქვის საჯარო სკოლა
  • იმირჭალის საჯარო სკოლა
ამ ეტაპზე, არცერთი თავისუფალი ადგილი აღარაა დარჩენილი მარნეულის N2, N5 და N6 საჯარო სკოლებში.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები