ყიზილაჯლოს ბაღში სამუშაოების დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩაიშალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღის დარჩენილი სამუშაოების და ბაგა - ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩაიშალა.
მარნეულის მერიამ 478`909 ლარის ღირებულების ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.

პირველი ტენდერი, რომელიც მაისში გამოცხადდა, მონაწილეობა არავინ მიიღო. მეორე ტენდერში კი მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ „ჰიდროგაზმა ფილიალი საქართველოში“ მიიღო, რომელსაც მერიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭა.

დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული თანხით ყიზილაჯლოს ბაღში იგეგმება ლითონის ღობის და ჭიშკრის მოწყობა. ეზოში გაკეთდება სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, გამწვანება და სხვა.

დაახლოებით ორი წელია, რაც სააღმზრდელო დაწესებულების რემონტი მიმდინარეობს. როგორც რადიო მარნეულს ზაურ ქარამოვმა განუცხადა, საბავშვო ბაღის გახსნა ახალი სასწავლო წლისთვისაა დაგეგმილი.
თანხის 24%-ს ცენტრალური ბიუჯეტი, ხოლო 76%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები