რა პროდუქტების შეძენას გეგმავენ მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის 357 069 ლარად
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესძენად 357 069 ლარის ტენდერები გამოაცხადა. გაერთიანებას ამ ეტაპზე 9 ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლითაც საკვები პროდუქტები ახალი სააღმზრდელო წლისთის უნდა შეიძინონ.

73 000
ლარია გათვალისწინებული ბაღებშო ოთხი თვის სამყოფ შესქელებული რძე, არაჟანზე, კარაქზე, ხაჭოზე, ყველსა და მაწონზე.

113 713 ლარად გეგმავს ბაღების გაერთიანება საქონლისა და ქათმის ხორცის შესყიდვას.

66 581 ლარია გამოყოფილი პურზე, ორცხობილაზე, შაქარზე, კაკაოზე, ვერმიშელზე, მაკარონიზე ჩაიზე, მარილზე, საფუარსა და საკვებ სოდაზე.

6 710 ლარია გათვალისწინებული ხორბლის ფქვილის, სიმინდის ფქვილის, მანანის ბურღულისა და შვრიის ფანტელის შესაძენად.

9 172 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა მარენულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ რაფინირებული ზეთის შესასყიდად.

54 145 ლარია გათვალისწინებული ხილის ჯემებზე, ტომატ პასტაზე, და ნატურალური წვენებზე.

19`510 ლარად გეგმავს მარბეულის ბაღების გაერთიანება 1747 კილოგრამი გაყინული თევზის შესყიდვას.

19`327
ლარად იგეგმება ქინძის, კამის, ოხრახუშისა და 30 212 კვერცხის შესყიდვა

60 611 ლარია გათვალისწინებული შემდეგ პროდუქტებზე:
  • წიწიბურა
  • ბრინჯი
  • კარტოფილი
  • ჭარხალი
  • ნიორი
  • სტაფილო
  • ხახვი
  • ლობიო
  • ბარდა
  • კომბოსტო
  • ვაშლი
  • ბანანი
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები-პროდუქტების შესაძენი ტენდერები 17 ივლისს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიები ვალდებულები იქნებიან პროდუქტები მარნეულის საბავშვო ბაღებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები