მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის პროგრამების ფარგლებში
განსახორციერლებელი რამდენიმე პროექტის შესასრულებლად გამარტივებული
შესყიდვა განახორციელა.
190 628 ლარის ღირებულების
გამარტივებული ტენდერები ერთ კოპმანიასთან, შპს ,,ჯი ემ ჯი
ქონსთრაქშენი 2022’’ - თან პირდაპირი წესით გააფორმა.
კომპანია, მარნეულშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი მამუკა
აზარაშილია. გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს და თანხის ოდენობას,
სადაც 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში გზების
რეაბილიტაცია უნდა
განხორციელდეს:
38`405. 16 ლარი
სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბრდაზორში შიდა გზების მოხრეშვის, სოფელ ახკერპი - ვერხვიანის
დამაკავშირებელი გზის მოხრეშვის და სოფელ ჯანხოშში შიდა გზის
რეაბილიტაციის (მისასვლელ გზაზე არმირებული ბეტონის მოწყობა)
სამუშაოები .
38`519. 80
ლარი
სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფ. ჩანახჩში ხიდის რეაბილიტაციის და
სოფელ ხულდარაში შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები
38 618. 32
ლარი
სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
მოლაოღლში გზაზე ც/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები
36 521. 10
ლარი
სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
იმირჭალაში, სოფელ გაჯისაქენდში და სოფელ ყუდროში შიდა გზების
მოხრეშვის სამუშაოები
38`564.07
ლარი
სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმაში
გზაზე ც/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები და სოფელ ზემო ყულარში
შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები .
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოებისთვის გამოყოფილი
თანხების ნაწილს ცენტრალური ბიუჯეტი, ნაწილს კი ადგილობრივი
თითმმართველობა აფინანსებს.