მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) 2024-2025 აკადემიური
წლისათვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეების შერჩევის
კონკურსს 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს.
FLEX ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას აძლევს ერთი წლის
განმავლობაში ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ
ოჯახში.
მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
მოსწავლეები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ:
1. უნდა იყოთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 ან მე-11
კლასის მოსწავლე
2. უნდა იყოთ დაბადებული 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 16
ივლისამდე პერიოდშ
3. ბოლო 5 წლის მანძილზე არ უნდა გქონდეთ ნაცხოვრები აშშ-ში 3 თვის ან
მეტი ხნის განმავლობაში
4. უნდა
იყოთ საქართველოს მოქალაქე
5. უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას
„FLEX პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ
ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს,
მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ).
ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია:
მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე და 2006 წლის 15
თებერვლიდან 2009 წლის 15 ივლისამდე დაბადებული“. -
აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში
2024-2025 წლის პროგრამის მონაწილეების შერჩევა სამ ეტაპად
გაიმართება. სამივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი
მოსწავლეებს ერთი წლის ამერიკაში გატარების შანსი მიეცემათ.
„2024-2025 წლისთვის პირველი და მეორე ეტაპი ჩატარდება
ონლაინ, 2023 წლის შემოდგომას. ნახევარფინალი კი ჩატარდება ლაივ
რეჟიმში, რაც გულისხმობს- პირად გასაუბრებასა და ტესტირებას.
მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა შეუძლიათ
ნებისმიერი რეგიონიდან, სადაც ხემისაწვდომია ინტერნეტი ან არის
ტელეფონის/კომპიუტრის გამოყენების შესაძლებლობა“.
პირველი რაუნდი აგვისტოში ჩატარდება რომელიც მოიცავს ონლლაინ
აპლიკაციას და სამ ესსეს, რომელიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის
დაწყებიდან 10 დღეში. მონაწილეობის მისაღეად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://ais.americancouncils.org/flex
მეორე რაუნდში აპლიკაციის ეტაპის გასვლის შემდგომ შერჩეული
მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს, ხოლო მესამე,
ფინალური, რაუნდი მოიცავს პირისპირ გასაუბრებას, 2 ესსეს კითხვას,
ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას.
„2023-2024 აკადემიური წლისათვის FLEX პროგრამის
ფარგლებში მიმდინარეობს ფინალისტების შერჩევა. გამარჯვებულების
მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი, ასევე,
უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის
დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ,
გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ
კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა
ღონისძიებებში მონაწილეობის გზით“. - აღნიშნულია
ორგანიზაციის განცხადებაში
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა უკვე 30 წელზე მეტია რაც ქართველ
ახალგაზრდებს ამერიკულ სკოლებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
კონკურსის სამივე საფეხურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში
მოსწავლეები ინფორმაცია ამერიკული საბჭოს საქართველოს ოფისიდან
მიიღებენ.