ვინ არიან მარნეულის მერის წარმომადგენლები ადმინიტრაციულ ერთეულებში და რა მოვალეობები აკისრიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც 90-მდე სოფელს აერთიანებს.

ადმინისტრაციულ ერთეულებს თითო მერის წარმომადგენელი ჰყავთ და მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ. რადიო „მარნეულის“ მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ არის მათ სოფელში მერის წარმომადგენელი (ე.წ რწმუნებული) და რა მოვალეობები აკისრიათ. გთავაზობთ მარნეულის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს მერის წარმომადგენლების შესახებ, სადაც მხოლოდ მათი, სახელის და გავარის და საკონტაქტო მონაცემების ნახვაა შესაძლებელი. ფოტომასალა კი ორი წარმომადგენლის შემთხვევაშია გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლები მხოლოდ კაცები არიან.

  • ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - სეიფადინ იბადოვი (557707674)
  • შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - მახირ მამედოვი (591 05 83 24)
  • შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - არარატ აკოფიანი ( 591 81 30 16)
  • ახკერპის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - გიგოლ ათაბეგიანი (599440560)
  • ოფრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - ალექსანდრე ურუმოვი (599 85 72 56)
  • ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი - ასიფ მამედოვი (591229283)
  • ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - ბახტიარ გურიანოვი (599516328)
  • ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი - ჰასან ბადალოვი ( 555 41 18 51)
  • კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - ასიფ იუზბაშოვი (595 33 86 39)
  • დამია-გეურარხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - შუქურ აბასოვი (595396049)
  • კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი - დილანჩი ბაირამოვი (593022241)
  • თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - მირზა ჟორჟოლიანი (591 81 30 14)
  • წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - კაკო შუბითიძე (568114048)
  • წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - ინდიკო ხაფთანი ( 591100548)
  • სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენელი - მაგამედალი ბედიევი (599077979)
  • კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - ჯამალადინ მაგარამოვი (593009282, 577197291)
  • ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი - სადრადდინ ტალიბოვი (599583482)
  • ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - ელჩინ ჯაფარლი (599859972)

ადმიისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უფლება-მოვალეობები მარნეულის მერიის დებულებით განისაზღვრება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გთავაზობთ რწმუნებულების რამდენიმე მნიშვნელოვან მოვალეობებს. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დებულებით დადგენილი წესით ნიშნავს მერი.

მერის წარმომადგენელი:
  • კონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
  • უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
  • მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
  • ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
  • მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისათვის მათ მიწოდებას;
  • ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
  • კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები