მარნეულში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
25 ივლისს, მარნეულში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინასებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმებისგაძლიერების (LINKS)“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივ საზოგადოებას გაეგო ინფორმაცია სამი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და შესაბამისი შედეგების შესახებ.

ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებს, საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ პროექტის იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა: ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრების საქმიანობა, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით ჩატარებული ტრენინგები, დასაქმებისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა, შექმნილი ონლაინ რესურსები, საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერების გასაძლიერებლად განხორციელებული ღონისძიებები, რეგიონული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, დასაქმების ფორუმები და შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ. ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ და „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება.“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები