მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე სროლა მოხდა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში სროლა იყო.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის გასროლა დაპირისპირებას მოჰყვა. სამართალდამცავები ადგილზე დილით მივიდნენ. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და სამართალდამცველები მუშაობდნენ.

რადიო „მარნეულმა“ დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დარეკა. სტატია პასუხების მიღებისთანავე განახლდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები