მარნეულის სამ სოფელში სპორტული დარბაზების მოსაწყობად მერია ხუთ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, სოფელ სადახლოში და სოფელ ალგეთში სპორტული დარბაზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცი(ებ)ის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა. სამი სოფლის სპორტული დარბაზების მოწობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას ადგილობრივი თვითმმართველობა 135 000 ლარად გეგმავს.

„სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, მიიღოს მონაწილეობა საპროექტო გადაწყვეტათა დაზუსტებაში, საჭიროების შემთხვევაში მუშა დოკუმენტაციის, სამშენებლო მოცულობების და კონტრაქტის სხვა შესაბამისი ცვლილებების მომზადება- შეთანხმებაში, ასევე ტექნიკური დავალების დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა გადაადგილებისათვის აუცილებელი პანდუსები შეღწევადი და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად“ -
წერუა ტენდერის დოკუმენტაციაში.

პროექტების შედენის შემდეგ მარნეულის მერიას ტენდერების გამოცხადება სამუშაოების შესასრულებლად მოუწევს სამი სოფლის სპორტული დარბაზის სავარაუდო ღირებულება ამ ეპაპზე, 4 500 000 ლარია.

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წერეთელში სპორტული დარბაზის მშენებლობისსამუშაოების სავარაუდო ღირებულება : 1 500 000 (მილიონ ნახევარი) ლარი.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოში სპორტული დარბაზის მშენებლობისსამუშაოების სავარაუდო ღირებულება : 1 500 000 (მილიონ ნახევარი) ლარი.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალგეთში სპორტული დარბაზის მშენებლობისსამუშაოების სავარაუდო ღირებულება : 1 500 000 (მილიონ ნახევარი) ლარი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, სოფელ სადახლოში და სოფელ ალგეთში სპორტული დარბაზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცი(ებ)ის შედგენის ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-11 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები