ქალაქ მარნეულის ბაღებში 300-ზე მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 21 აგვისტოდან დაიწყება.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ამ ეტაპზე არ აქვთ ზუსტი მონაცემი სად რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა, თუმცა პირველადი სტატისტიკით, ქალაქ მარნეულში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში სიარული 300-ზე მეტმა აღსაზრდელმა გამოთქვა. ქარამოვის განმარტებით, რეგისტრაცია ბაღების გარდა, სკოლამდელი მზაობის ჯგუფებშიც მიმდინარეობს. 2023-2024 სააღმზრდელო წელს, მუნიციპალიტეტის ბაღებს 2 300 მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია.

„აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი რამდენი ბავშვი მიდის სასკოლო მზაობის ჯგუფებში, რამდენი მიდის სკოლებში და რამდენი ბავშვის მიღება შეგვეძლება. წელს 2 300 მდე ბავშვის მიღება შეგვიძლია სასკოლო მზაობის ჯგუფებთან ერთად, ამ ეტაპზე 24 ასეთი ჯგუფი გვაქვს და მარნეულის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ვგეგმავთ დამატებას.“ - თქვა ქარამოვმა

მარნეულის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 ივნისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. მეორე ეტაპი კი 21 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაციის პროცესი კვირის ყოველ დღეს 9:00 საათიდან 17:00 საათამდე მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები