მერია 3 990 ლარს გადაუხადის „ეტალონს“ მარნეულში ჩასატარებელი შეჯიბრისათვის

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 3 990 ლარს გადაუხადის „ეტალონს“ მარნეულში ჩასატარებელი გუნდური შეჯიბრისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით მოწერა „ეტალონის“ წამყვანმა და ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა.

გამარტივებულ შესყიდვაში ვკითხულობთ, რომ კონკურსი ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. გუნდის შემადგენლობის შერჩევა მოხდება სკოლის მიერ და დაკომპლექტდება შესაბამისი კლასების 5 მოსწავლისაგან. სწორედ ეს გუნდი წარადგენს სკოლას საგანმანათლებლო-შემეცნებით შეჯიბრზე.

„„ეტალონის“ ტრადიციული, გასვლითი ფორმატისადმი არსებული საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების მხრიდან სტაბილურად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შემუშავდა ახალი ფორმატის პროექტიც: „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობით ინოვაციური, უკვე აპრობირებული ფორმატი - „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“. კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6, მე7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. გუნდის შემადგენლობის შერჩევა მოხდება სკოლის მიერ და სწორედ ეს გუნდი წარადგენს სკოლას საგანმანათლებლო-შემეცნებით შეჯიბრზე, რომელიც გაიმართება „ეტალონის“ პრინციპებზე დაფუძნებული შესაბამისი ტექნიკური და საორგანიზაციო უზრუნველყოფით. წლის ბოლოს მუნიციპალიტეტების „ჩემპიონატ გუნდებს“ შორის ჩატარდება ფინალური ღონისძიება, სადაც გამოვლინდებიან საქართველოს „ეტალონი გუნდები“. გუნდური „ეტალონი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ჩატარდეს შემოდგომაზე - 20 ოქტომბერს (შესაძლებელია ღონისძიების თარიღის შეცვლა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით). ინტელექტუალური კონკურსის გასამართად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მხრიდან საჭირო იქნება ღონისძიების ჩასატარებლად ნაწილობრივი დაფინანსება _ 3980 ლარი. „ - წერია წერილში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია უკვე რამდენიმე წელია, რაც კონკურსების ჩატარების მიზნით „ეტალონს“ თანხას უხდის.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები